вторник, 7 августа 2012 г.

როგორ ტრიალებს ეს დედანატირები დედამიწა?!

მაინც როგორ ტრიალებს ეს დედანატირები დედამიწა? ფეხებზე კიდია ყველას პრობლემა, თავის საქმეს აკეთებს უნდა და ტრიალებს, ზოდიაქოთი მორიელი იქნებოდა დედამიწა , ხან საკუთარ თავს დაიშხამავდა და ხან სხვებს. სააბაზანოდან გამოვედი და სმს დამხვდა, თამუნა მაპატიე , თამუნა არ ვიყავი და არც მიწერის სურვილი მქონდა, მეორე სმს მოვიდა , შენს სახლთან ვარ ჩამოდი, არ შემშინებია კვლავ,იმიტომ რომ თამუნა არ ვიყავი, მერე შემეცოდა ვიღაც რომეო და მივწერე არ ვარ თამუნა მეთქი, რომეომ არ დამიჯერა და პატიებას მთხოვდა, მეც თამუნას ჯვარი ვიტვირთე და შევუნდე, სანამ ეგ გაარკვევდა იმ იმედით რომ მე უკვე ტკბილ სიზმრებს ვნახავდი, ისე რა ადვილი ყოფილა თამუნას მაგივრად პატიება, მივხდი სხვისი თვალით ყველაფერი ადვილია და ჯობია ხანდახან სახუთარ პრობლემებსაც მეზობლის ჭორიკანა ქალივით შეხედო, სარეცხის გასაფენად რომ გამოვა აივანზე და სამ პრობლემას გადაუჭრის ერთ ადამიანს. რომეო სულ გადამავიწყდა ის კვირა, რამდენიმე დღის შემდეგ ისევ სმს მომივიდა, დიდი მადლობა მწერდა ,,ტანჯული სული" აღარ გავეცი პასუხი, სინდისმა შემაწუხა,ვიცი თამუნა არ ხარ მაშინაც ვიცოდი უბრალოდ ძალიან გამიხარდა რომ მაპატიე, ცივი არაფრის მივახალე და პრავის ტესტებს ჩავუჯექი, იცი ხანდახან ის არ უნდა გააკეტო რაც შენ გინდა, შეხედო სხვას რაც უნდა და ასიამოვნო, შენ ეს გამოგოვდაო–მომწერა, ისე მომერიდა კინაღამ დავურეკე და მართლა შენდობა ვთხოვე , რომეოს თამუნა გაბუტვია , რა მარტივია ღმერთოჩემო ეს ცხოვრება , რომეოს წარმატება ვუსურვე და მიხვდი რომ თამუნას რომეო მართლა უყვარდა, იმიტომ რომ ებუტებოდა... მერე მივხვდი რა ადვილი ყოფილა სხვისი ცხოვრების ყურება, შეგიძლია პოპკორნიც დაიდოდო ფილმივით გადაავლო თვალი ვიღაცის ცხოვრებას, ზოგი მძაფრ სიუჟეტიანია, ზოგი დრამა ზოგი მელოდრამა, ხოლო როდესაც ჩემს ცხოვრებაზე მიდგა საქმე პოპ კორნი აღარ მომინდა, ვეღარ მივხვდი ვერც ჟანრი და ვერც რეჟისორი, თამუნა ვყოფილიყავი დრამას სათავგადასავლოდ და რომენტიკულ ფილმად ვაქცევდი , მაგრამ საკუთარ თავზე გამიჭირდა და დავფიქრდი, თამუნა რომ ვყოფილიყავი გაბუტული ვიჯდებოდი ალბათ,მაგრამ მეობა უფრო ძნელი ყოფილა, და მაინც როგორ ტრიალებს ეს დედანატირები დედამიწა, არა გურამი ბაბუა , ჩემს მოკლემეტრაჟიან ფილმში მივხვდი , დედამიწას სიყვარული კიარა ტყუილის და სიმართლის რკვევა ამოძრავებს, ხან ის წონის ხან ის,მაგრამ მივხვდი რომტყუილსაც ქონია ერთი დადებითი თვისება ის დედამიწას ატრიალებს და მაინც როგორ ტრიალებს ეს დედანატირები დედამიწა?!

Комментариев нет:

Отправить комментарий