вторник, 23 ноября 2010 г.

როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ დავკარგოთ ისინი

გეშლებათ, მე კარნეგი არ ვარ და არც მისი წიგნიდან ,, როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვიმხროთ ისინი”არ არის ამონარიდი ჩემ ბლოგში, მე უბრალოდ გულიდან წამოსული ფრაზა ,, მივაჩხაპნე” მიკროსოფტ წორდ ის დოკუმენტში და გადმოვაკოპირე ბლოგში
როგორ შევიძინოთ მეგობრები? როგორ და მარტივად, ადვილად,ძნელად, ექსტერემალურად, დამოუკიდებლად, მიზანმიმართულად, უმიზეზოდოდ და კიდევ საინტერესო პუნქტია ფარულად მეგობარი ეს საჭირო არსება ხშირად სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენება და ხშირად გვერდითი მოვლენებიც აქვს. Mმეგობარი-სიტყვა რომელიც ერთ დროს ყველაფრის მთქმელი იყო დღესდღეისობით როგორც სიტყვა არსებობს, სიტყვის განმარტებამ იცვალა მნიშვენელობა. რისი ბრალია ეს?ალბათ იმის რომ გავცივდით, ხო, ხო….ილიას დროს გვეძინა, მერე გაბრუებულები დავდიოდით ეხა კი გავზომბდით და გავცივდით. მე ზოგად საკითხებს არ ვეხები და არც უპრიანი იქნება სახელმწიფო წყობილებაზე, გეოპოლიტიკურ მიმართულებებზე ვილაპარკო (რომც მოვინდომა არ გამომივა ისე) უბრალოდ რასაც ვხედავ და რაც თვალში მეჩხირება იმას დავწერ გაუცივდა გული ხალხს და ეს ხალხი ერთმანეთის მეგობრებია! ასეთი ხალხი დღეს უმრავლესობაშია, მომავალიც ამათ აქვთ , მოწინავე ახალგაზრდებიც ესენი არიან დღეს. ხოდა მოდი მათ მივცემ რჩევას თუ როგო შეიძინონ მეგობრები.. (თქვენ კი უბრალოდ წაიკიკითხეთ და თავი გააქნიეთ სიტყვებით -ნწნწნწ..:)
აუცილებლად თავდაპირველად თავი შორს დაიჭირე მსხვერპლისგან რათა მიიზიდო როგორც ადამი ვაშლმა, შემდეგ გაუღიმე და ალაპარაკე, ალაპარაკე რადგან ესეც წესია ადამიანის შესწალის, შეისწავლე მისი ბუნება და გააკეთე რაც ესიამოვნება ხოლო შემდეგ გააკეთებინე ისე რაც შენ გესიამოვნება (ეს არ იყო მიზანი?) აარჩიე ისეთი ვინც ,, გაგქაჩავს” და მაგარ ,,პონტში გაგჩითავს” (დღეს ასეთებიც მრავლად არიან) დააყენე საკუთარი თავი პირველ ადგილზე მეგობრებს სულ იშოვი საკუთარ თავი თუ დაკარგე გაგიჭირდება პოვნა არ უნდა დაუთმო' ბევრი დრო შემდეგ ხანებში, რადგან დაზღვეული არ ხარ უკეთესი ,, მეგობარი” გამოგიჩნდება და იმასაც ხო უნდა ემუსაიფო ცოტა ისე საერთოდ თავიდანვე მეგობრით თუ მოიხსენიებ დაკარგავ მის ნდობას, რადგან მიხვდება რომ ეპირფერები. საჭიროა ნელ-ნელა მიყვე შენ მდინარეშივე დინებას თუმცა ხშირად უმეორე რომ ძალიან გიყვარს დამ ის დაკარგვას ვერ შეძლებ, რომ ის უფლისგან გამოგზავნილი საჩუქარია და ა.შ. როგორ დავკარგოთ მეგობრები ? წარმოიდგინე დაკარგვა უფრო გაგიადვილდება ვიდრე პოვნა, დაკარგავ როცა მოგინდება მაშინ და როგორც მოგინდება ისე, არასდროს არ გამოხვალ დამნაშავე არც საკუთარი თავის წინაშე და არ ამ ფაქტის შემსწრე სხვა მეგობრების თვალში, არ დაგავიწყდეს ისინიც შენნაირები არიან, უმეტესად დაკარგვის ტენდენცია წავა როცა ახლის მოდიების პროცეში იქნები და არ გაგიკვირდეს ეს წესია ცხოვრების და უნდა აიტანო ეცადე ცოტა მაინც ინერვიულო რათა ერთი ორი ნამდვილი მეგობარი აღფრთოვანდეს შენი კეთილი გულთ და განუგეშოს. დაკარგავ და იპოვი, იპოვი და დაკარგავ მეგობრებს , მაგრამ შენც ხშირად დაგკარგავს შნოიანები და გიპოვის და როცა ეს ფაქტი მოხდება არ უნდა აღშფოთდე, უბრალოდ შენი ყოფილი მეგობარი აუგი სიტყვებით მოიხსენიე ეცადე ერიოს ჟარგონები, სასქესო ორგანოები (რათა საზოგადოებას გაწიწმატებული ეგონო და შეგიცოდოს) და დაიკიდე სიტყვებით :იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა (რათა განათლების კვალი მაინც შეგატყოს რომელიმე ახალმა,, განათლებულმა მეგობარმა” და ასე იტრიალებს სიტუაცია დიდხანს სანამ: 1. არ დაიღლები (რაც იშვიათი შემთხვევაა) 2.არ დაოჯახდები (აღარ გეცლება) 3. მიხვდები იდიოტი ხარ! “(რაც დაღლაზე უფრო იშვიათი შემთხვევაა)
მოკლედ თუკი ჩემს ინტრუქციას მიყვები აუცილებლად გეყოლებაა ბევრი მეგობარი, ბევრ ადამიანს ატკენ გულს, ბევრი მეტრიც გეყოლება თავსაც გაიმართლებს სიტყვებით (ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანო) თუმცა ორი რაღაც შეგაწუხებს:1—ძილის წინ იგრძნობ მარტო დაწოლისას სინდისის ქენჯნას ბნელ ოთახში 2. მიუხედავად ბევრი შენნაირისა იქნები ყოველთვის მარტო და როცა მართლა გაგიჭირდება მიხვდები რომ ხარ არარობა არარობათა შორის.

გისურვებ წარმატებებს!