понедельник, 18 апреля 2011 г.

სამართლის სამართალი

სამართლის სამართალი


-დილით იმ დღეს ადრე გავიღვიძე, არ ვიცი თოვდა , წვიმდა თუ .. . ანდა რაში მაინტერესებდა.. ბავშვების ოთახში შევედი, ეძინათ ხელზე ვაკოცე ორივეს, ანდა ეგ თვენ რაში გაინტერესებთ და წავედი..
- სად?
- საავადმყოფოში
- გთხოვთ განაგრძოთ!
- შევედი, მორიგე ექიმს ეძინა, ექთანი გასული იყო. პალატაში ახალი პაციენტი მოეყვანათ, ისიც მძიმე, ვერავინ შემამჩნია ისე ვიჯექი დიდხანს, საათი არ მქონდა, შემდეგ აპარატი გამოვთე. გამოვრთე და დავჯექი, დაიწრიპინა, რაღაცეები დაიხატა, შემოვარდა ექთანი, ექიმი, ატყდა ჩოჩქოლი, გარდაიცვალაო, აპარატი გამორთულიაო, დამინახეს და არც დამიმალავს, მე გამოვრთე საკუთარი შვილი.
- შემდეგ?
- .. .
- შემდეგ ქალბატონო ნინო?
- .. ,
- ქალბატონო ნინო, თქვენ გამორთეთ საკუთარი შვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან, თქვენ მოკალით საკუთარი შვილი,დიახ მო-კა-ლით, თქვენ თავს არ ცნობთ დამნაშავედ, თუმცა დანაშაულს აღიარებთ.
- დიახ
- რატომ ქალბატონო ნინო.?
- -იმიტომ, რომ მე შვილი მიყვარდა.
- -განა სხვა დედებს არ უყვართ ლოგინს მიჯაჭვული შვილები?
- სხვებსაც უყვართ მაგრამ გამბედაობა არ ყოფნით, მე ძლიერი ვარ!
- ძლიერი? იქნებ საკუთარი თავი უფრო გიყვართ და ამდენ ტანჯვას ვერ გაუძელით?
- ჩემი ტანჯვა ეხლა დაიწყო ბატონო მოსამართლე.
. . .
ცხოვრება სიცოცხლის ეტაპებია, რომლის გადასალახად , გარკვეული წინააღმდეგობები უნდა დასძლიო , დაახლოვებით ისეა, როგორც კომპიუტერულ თამაშში, ლეველები, ბონუსები და ა.შ, თუმცა თამაშისგან განსხვავებით ხელახლა ცხოვრების დაწყება შეუძლებელია, თუმცა თამაშის გამოცვლა ცხოვრების წესისგან განსხვავებით გაცილებით ადვილია. სამწუხარო ფაქტია ისიც,რომ კომპიუტერული თამაშის დროს არსებობს მიზანი, მიზნისკენ მისასვლელი გზა და ტრაექტორია, რომელზეც გადაადგილება ხდება ქვევიდან ზედა მიმართულებით და არასდროს ჩერდება ერთ ადგილზე, ხოლო რეალურ ცხოვრებაში ტრაექტორია და მიმართულებები იცვლება და ხშირად დროსა და სივრცეში იყინება მოვლენა, ვერც წინ მივიწევთ და ვერც უკან.. .
სამართლიანია ცხოვრება, არვიცი, ალბათ, უნდა იყოს წესით, სხვანაირად არ შეიძლება, სადღაც უნდა იყოს დაუწერელი კანონი მაინც სამართლიანობის შესახებ,დაუწერელი იმიტომ რომ, ჯერჯერობით დაწეილი ცხოვრების სამართალი მე არ მინახავს, უსამართლო ცხოვრებასაც ბევრჯერ შევსწრებივარ, მაგრამ ამ უსამართლობასაც ხომ უნდა ქონდეს დაწერილი კანონი რომლის მიხედვითაც თავის უსამართლობას გაასამართლებს არა? და მაინც სამართლიანია ცხოვრება-ო.
ნინოს Qდაქვრივდა როცა ნიკო გარდატეხის ასაკში იყო, ორივეს ერთნაირად შეეცვალა ხასიათი, ორივე გაიზარდა,უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს დედა-შვილი, ნინოს ქმარი ენატრებოდა, ნიკოს მამა, მაგრამ არ ახსენებდნენ, არასდროს არ ახსენებდნენ მას, ერთმანეთს უფთხილდებოდნენ, ერთმანეთის გულებს ისე ელოლიავებოდნენ , როგორც პეშვში დაგროვილ, სატრფოსთვის წასაღებ წყაროს წყალს, ენეტრებოდათ ძალიან ენატრებოდათ. . . ტკიოდათ. . .
ნიკოს მესამე კურზე შეუყვარდა, ნინოს იმ დღესვე შეუყვარდა ლანა, ნიკომ სამ აპრილს აკოცა პ;ირველად ლანას და ნინომ იმ საღამოს იგრძნო პულსის აჩქარება, თითქოს მასაც უხურდა ტუჩები, ბედნიერი იყო, იმიტომ რომ ნიკო იყო ბედნიერი, შემდეგ ქორწილი, ნინო დადოფალი იყო, შავებში ჩაცმული დედოფალი, ლანა პატარძალი რომელმაც იმ დღეს ჩამოიხსნა ვარდისფერი სათვალე და ცხოვრება ლამაზი და მარტივი მოეჩვენა. ნიკო იყო ბედნიერი იმიტომ რომ ბედნიერი იყო ლანა, და ნინო იყო ბედნიერი იმიტომ რომ უბედნიერესი იყო ნიკო.
ოხ ეს ბანალური სიტყვები. . . ყველაზე კარგად მაშინ იგრძნობ სხვის ტკივილს როცა შენ გეტკინება, ამიტომ რაც არ უნდა გულისამაჩუყებელი ფრაზები დავწერო შეიძლება ვერც მე გამოვხატო ნინოს ტრაგიკა და ვერც მისი ბედნიერების აღმნიშვნელი სიტყვებით დამრჩეთ კმაყოფილი.
ავარიაში მოყვა ნიკო, იმის მერე სახლში აღარ მისულა,წლებია საავადმყოფოში ,აპარატზე, მხოლოდ გული ლაბ-დაბ ლაბ-დაბ..ცემს, ნაწოლები, არანაირი იმედი, უმოძრაოდ, ლანა არ მოშორებია ნიკოს, ნინო –ლანას და ნიკოს.
არა, ვერ ვაგრძელებ, ახლა გამახსენდა ლანა და დავფიქრდი ნინო როგორ შეხედავდა თვალებში, მაგრამ ფაქტია ნინომ ეს გააკეთა,ვერ ვაგრძელებ, დავმძიმდი.
და მაინც .. .ნინო არ შეშლილა, მან ეს საღ ჭკუაზე გააკეთა,ჩემ აზრამდე არ დადის როგორ, მაგრამ ნინომ შეძლო , ნინო, ნინო ნინოოოოოოოოოო, თქვი რამე,რატომ ნინო, რატომ,როგორ? ფსიქიატრიულში ყოფნა გირჩევნია უპატრონოდ?ყოველგვარ დაცვაზე და ადვოკატურაზე უარი განაცხადე და საკუთარ თავს გამოუტანე მარტო ყოფნის განაჩენი, მაგრამ მონასტერში არ წახვედი.ამოღერღე რამე ნინო.
პატარა ნინუცამ გამიღო კარები და ბებიას ოთახში შემიყვანა, დაბერებული მეჩვენა და გათეთრებული მიუხედავად იმისა მეც პირველად ვხედავ ჩემ გმირს, უფრო სწორად ჩემი გმირის ფოტოს, შავ-თეთრს, ნიკოს სურათსა და კანდელს შორის, ამინ.
ლანამ ყავა მომართვა და ბლოკნოტი გამომატანა, ალბათ დააინტერესებსო,
შავი ბლოკნოტი იყო, გაკრული ხელით, უსწორმასწორო, მოხუცის ხელით ეწერა, ნინოსი იყო:
,, ეხლა ვზივარ და ველოდები, არც ავტობუსს, არც პენსიას, არც შვილის გამოჩენას, არც კეთილი ადამიანის მოწყალებას, მე მხოლოდ სიკვდილს ველოდები, ვიცი მოდის, მალე მოვა, დაველოდები და როცა ვიგრძნობ როგორ შემოვა და ჩამებღაუჭება, დავთანხმდები თან გავყვები და იქ შვაყოვნებ აქ რომ აღარ წამოვიდეს ცოტა ხანი.
მე ვარ დედა, რომელმაც მოკლა შვილი, იმ დღეს მე მოვკალი საკუთარი თავი და გავატანე ჩემ შვილს ჯოჯოხეთში, თუმცა ვიცი ჩემი ნიკო იქ მხოლოდ ჩემი სულის მოსანახულებლად შემოივლის, ნიკო დავასვენე, ვერ მოვითმინე უსამართლობის ზეიმი და ამ უსამართლობას სამართლიანად მოვექეცი, ვხედავდი შავოსან ლანას რომელსაც ყოველ დილით უკვდებოდა ქმარი და ყოველ საღამოს თვითონვე ბანდა ცოცხალ მიცვალებულს, მე წლებია შვილი გარდაცვლილი მყავდა, არ მინდოდა ბავშვებში ხელოვნური აპარატი მამასთან ასოცირებულიყო , ძნელია ჩემი გაგება, მე თვითონაც მიჭირს ცივი რეალობის პირისპირ დადგომა, მაგრამ მწამს ჩემი შვილი მაიც გამიგებს, მე მოვავლინე ის ამ ქვეყნად უფლის წყალობით და უფლისვე დახმარებით გავაფრინე ზეცაში, ვის ვთხოვო შენდობა? უფალს რომელმაც უკვე გადაწყვიტა ნიკოს ბედი 7 წლის წინ? თუ ლანას რომელსაც იმედი ჩავუკალი, იმედი რომელიც არ არსებობდა. არა ,არა ლანა მე შენ ახალი იმედიც გაჩუქე, მომავლის რწმენა, რეალური მომავლის, კარგი დედობის, შენ ამას ჯერ ვერ ხვდები და ჩემი დანახვაც არ გინდა, არ მიკვირს, არც მე ჩამიხედავს იმ დღის შემდეგ სარკეში, მაგრამ გუშინ ნიკო დამესიზმრა, ქუჩაში იდგა, დიდი თოფი ამოეღო და ყველას ესვროდა,შემდეგ გაჩერდა და შემომხედა, იარაღი დააგდო და მითხრა იქ წოლა ვამჯობინე აქ დოგმას დედაო, შემდეგ ჩამეხუტა და ზევით აფრინდა, გუშინ უსამართლობის სამართალს მივხვდი და შვება ვიგრძენი წერტილი რომ დავუსვი, ალბათ მალე მოვა ჩემი სამსჯავროც და მეც გამასამართლებენ, მცივა. . .
მივხვდი რომ ყველა უსამართლობა სამართლიანია . მცივა. . .