воскресенье, 12 июня 2011 г.

როგორ მომნატრებიხარ ნათუკა…. . .

როგორ მომნატრებია საკუთარი თავი, პატარა ნათუკა მომნატრებია, სკოლის მოსწავლე, მუსიკიდან ყოველთვის თვალცრემლიანი მომავალი, იმის იმედით რომ ოდესმე ეს ტანჯვა დამთავრდებოდა, სკოლაში წასვლის წინ მუდამ მოჩვენებითი ავადმყოფობა (ესეც არ ჭრიდა ხოლმე) , ზაფხული, გურია, ბებია, -,,რეიზა ვარ ცოცხალი ბებია რა გატირებს ჩამოვა მამაშენი’’ ჩემი ბებია.. . მარტო ჩემი, ეჭვიანი ბებია-არ წახვიდე ბებია არსად, მასწავლე და მე გეთამაშები მაგ ჯოკერს, ბათუმი,ზღვა, არასდროს ზაგარი, მუდამ დამწვრობა და სამი დღე წოლა კიტრით შუბლზე, როგორ მომნატრებია სიტყვები გამიშვი რა დე, ჩავიცმევ რა ამ შარვალს, ჩაგაბარებ რა გაკვეთილს (დედაჩემი მაიც არ იბარებდა ხოლმე:დ ) დილით ტირილი, სიტყვებით- Aაბა რა ვაკეთო? გიმნაზია, ფორმა, ლოცვა. ხო ლოცვა, გულწრფელი ლოცვა თან ალალი და უსური, ბავშვური აღსარება , დედიკოს ვაბრაზებ , მამიკოს ვაწყენინე, ჩემი ძმა ჩავუშვი, ცუდი სიტყვა ვთქვი, მამაოს ღიმილი, და თავზე მისი ხელი, ჩემი ამოსუნთქვა, მაისში ვამთავრებდით სკოლას დ აი იმ დღეს პირველად ვჭამდით ნებადართულ ნაყინს, მანამადე არარეგალურად ვილუკმებოდით ხოლმე მე და ჩემი ძმა, ვაიმე ძალიან მომნატრებია, აივნიდან ბუშტების გაბერვა, თოკზე ნაჭრის მობმა და მელოტ კაცზე დაგდება, მერე იმის ამოვარდნა, ჩვენი დასჯა, დედაჩემის ყვირილი, მამაჩემის მუქარა, კბილის შემოგდება სახურავზე, ჩემსავით პატარა დაქალები, მეგობრობის დღიური, ყველგენ ერთი და იგივე ტექსტით,პირველი ოცნებები, უფროსკლასელებთან გაპრანჭვა, სამიანი და სახლში დარცხვენილი მისვლა,როგორ მომნატრებია სათამაშოები, ჯუჯიკო, ჩემი ჯუჯიკო, ჯუჯიკო რომ დაიხა იმ დღეს არც მე მეძინა და არც ლაშას, მეგობარს ვგლოვობდით დიდხანს, დიდი თვალები ქონდა ჯუჯიკოს და ყავისფერი ქუდი ეხურა, ბასტი ბუბუ, სულ მიკვირდა ბიძაჩემი ბასტის რატომ მიძახის- მეთქი, დიდი ლოყები მქონდა და მუდამ ხმადაბლა ვლაპარაკობდი, ბარბების კოლექცია, კაბები, ქუჩა, პაკიმონები, ფანა ფანა ე ძი დო, , გალობა ტაძარში, მენატრება ნათუკა, ენამოჩლექილი უკბილო ნათუკა, ყველაზე დიდი ოცნება მუსიკის დამთვრება, დამთავრების შემდეგ კი გულში სიცარიელე და არანაირი სიხარული, მენატრება ლამპის შუქზე ხატვა, სანთლიგან ფიგურების გაკეთება, შუქი მოვიდა ურაააააა, ვუი წავიდააა , მოვა, აუცილებლად მოვა, დედიკოს დამშვიდება, ჩემ პატარა საწოლში დაწოლა და ფიქრი თუ რა ლამაზია ეს ცხოვრება, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ფისო მიკრუტუნებს ფეხებთან და ვცდილობ გავაჩერო, დედიკო მიყვირებს რომ დაინახოს, დედა შემოდის რაღაცეებს მეკითხება, მეჭორავება, იცის არასროს გავცემ, მართალი გითხრათ მაშინ ვერც კი ვხვდებოდი, მაგრამ ის მაინც მე მეჭორავებოდა, მე ვუსმენდი და ვკოცნიდი, ბაბია დათუნიზე მიყვებოდა ზღაპარს და სანამ პატარა ნათუჩას არ გაათავისუფლებდა ტყვეობიდან დათუჩა თვალს არ ვხუჭავდი, ბებო გადიოდა, მე კი მაიც დათუჩაზე ვფიქრობდი, რა კეთილი იყო დათუჩა ყოველ დილით მახვდრებდა ფოჩიან, ყვითელ შოკოლადს, მერე მამიკო შემოვიდოდა, დაგვხედავდა, დაარწმუნდებოდა თუ არა რომ გვეძინა გვაკოცებდა და შეუმჩნევლად გავიდოდა, როგორც კი ნავთის ,,ტურბოს’’ გამორთავდა მეძინებოდა და მესიზმრებოდა თითქოს დიდი ვიყავი, ასე 21 წლის, ძალიან ლამაზი და ყველაფერი შემეძლო, ძალიან ბედნიერი ვიყავი, თეთრ რაშზე არასდროს მიფიქრია შემოსკუპება, დიდობითაც კმაყოფილი ვიყავი, დილით გამოღვიძებისას თვალს მაგრად დავხუჭავდი იქნებ გაგრძელდეს მეთქი, მაგრამ არ გრძელდებოდა, ალბათ ამიტომაც ვტიროდი..
ეხლა კი მომენატრა დაბდურა ნათუკა, 50 თეთრიანი ოქროსი რომ ეგონა და ყველაზე მაგარი წარმოედგინა მსოფლიოში,.მომენატრა!!!! და წავალ თვალებს დავხუჭავ და იქნებ ახლა დამესიზმროს ჯუჯიკოთი ხელში, ენამოჩლექილი ლასას დახილით, მოვუყვებოდი, ვეჭორავებოდი, როგორც ერთ დროს დედა ეჯდა ხოლმე ძილის წინ თავთან, ვეტყოდი რომ მუსიკაზე დიდი პრობლემებიც არსებობს, დათუნია არასდროს მოვა გადასარჩნათ და საკუთარ თავს შენ თვითონ უნდა მიხედო, მერე კი თვალდახუჩული მამიკოს დაველოდებოდი და გავიტრუნებოდი, ეჰ როგორ მომნატრებიხარ ნათუკა…. . .