воскресенье, 12 июня 2011 г.

როგორ მომნატრებიხარ ნათუკა…. . .

როგორ მომნატრებია საკუთარი თავი, პატარა ნათუკა მომნატრებია, სკოლის მოსწავლე, მუსიკიდან ყოველთვის თვალცრემლიანი მომავალი, იმის იმედით რომ ოდესმე ეს ტანჯვა დამთავრდებოდა, სკოლაში წასვლის წინ მუდამ მოჩვენებითი ავადმყოფობა (ესეც არ ჭრიდა ხოლმე) , ზაფხული, გურია, ბებია, -,,რეიზა ვარ ცოცხალი ბებია რა გატირებს ჩამოვა მამაშენი’’ ჩემი ბებია.. . მარტო ჩემი, ეჭვიანი ბებია-არ წახვიდე ბებია არსად, მასწავლე და მე გეთამაშები მაგ ჯოკერს, ბათუმი,ზღვა, არასდროს ზაგარი, მუდამ დამწვრობა და სამი დღე წოლა კიტრით შუბლზე, როგორ მომნატრებია სიტყვები გამიშვი რა დე, ჩავიცმევ რა ამ შარვალს, ჩაგაბარებ რა გაკვეთილს (დედაჩემი მაიც არ იბარებდა ხოლმე:დ ) დილით ტირილი, სიტყვებით- Aაბა რა ვაკეთო? გიმნაზია, ფორმა, ლოცვა. ხო ლოცვა, გულწრფელი ლოცვა თან ალალი და უსური, ბავშვური აღსარება , დედიკოს ვაბრაზებ , მამიკოს ვაწყენინე, ჩემი ძმა ჩავუშვი, ცუდი სიტყვა ვთქვი, მამაოს ღიმილი, და თავზე მისი ხელი, ჩემი ამოსუნთქვა, მაისში ვამთავრებდით სკოლას დ აი იმ დღეს პირველად ვჭამდით ნებადართულ ნაყინს, მანამადე არარეგალურად ვილუკმებოდით ხოლმე მე და ჩემი ძმა, ვაიმე ძალიან მომნატრებია, აივნიდან ბუშტების გაბერვა, თოკზე ნაჭრის მობმა და მელოტ კაცზე დაგდება, მერე იმის ამოვარდნა, ჩვენი დასჯა, დედაჩემის ყვირილი, მამაჩემის მუქარა, კბილის შემოგდება სახურავზე, ჩემსავით პატარა დაქალები, მეგობრობის დღიური, ყველგენ ერთი და იგივე ტექსტით,პირველი ოცნებები, უფროსკლასელებთან გაპრანჭვა, სამიანი და სახლში დარცხვენილი მისვლა,როგორ მომნატრებია სათამაშოები, ჯუჯიკო, ჩემი ჯუჯიკო, ჯუჯიკო რომ დაიხა იმ დღეს არც მე მეძინა და არც ლაშას, მეგობარს ვგლოვობდით დიდხანს, დიდი თვალები ქონდა ჯუჯიკოს და ყავისფერი ქუდი ეხურა, ბასტი ბუბუ, სულ მიკვირდა ბიძაჩემი ბასტის რატომ მიძახის- მეთქი, დიდი ლოყები მქონდა და მუდამ ხმადაბლა ვლაპარაკობდი, ბარბების კოლექცია, კაბები, ქუჩა, პაკიმონები, ფანა ფანა ე ძი დო, , გალობა ტაძარში, მენატრება ნათუკა, ენამოჩლექილი უკბილო ნათუკა, ყველაზე დიდი ოცნება მუსიკის დამთვრება, დამთავრების შემდეგ კი გულში სიცარიელე და არანაირი სიხარული, მენატრება ლამპის შუქზე ხატვა, სანთლიგან ფიგურების გაკეთება, შუქი მოვიდა ურაააააა, ვუი წავიდააა , მოვა, აუცილებლად მოვა, დედიკოს დამშვიდება, ჩემ პატარა საწოლში დაწოლა და ფიქრი თუ რა ლამაზია ეს ცხოვრება, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ფისო მიკრუტუნებს ფეხებთან და ვცდილობ გავაჩერო, დედიკო მიყვირებს რომ დაინახოს, დედა შემოდის რაღაცეებს მეკითხება, მეჭორავება, იცის არასროს გავცემ, მართალი გითხრათ მაშინ ვერც კი ვხვდებოდი, მაგრამ ის მაინც მე მეჭორავებოდა, მე ვუსმენდი და ვკოცნიდი, ბაბია დათუნიზე მიყვებოდა ზღაპარს და სანამ პატარა ნათუჩას არ გაათავისუფლებდა ტყვეობიდან დათუჩა თვალს არ ვხუჭავდი, ბებო გადიოდა, მე კი მაიც დათუჩაზე ვფიქრობდი, რა კეთილი იყო დათუჩა ყოველ დილით მახვდრებდა ფოჩიან, ყვითელ შოკოლადს, მერე მამიკო შემოვიდოდა, დაგვხედავდა, დაარწმუნდებოდა თუ არა რომ გვეძინა გვაკოცებდა და შეუმჩნევლად გავიდოდა, როგორც კი ნავთის ,,ტურბოს’’ გამორთავდა მეძინებოდა და მესიზმრებოდა თითქოს დიდი ვიყავი, ასე 21 წლის, ძალიან ლამაზი და ყველაფერი შემეძლო, ძალიან ბედნიერი ვიყავი, თეთრ რაშზე არასდროს მიფიქრია შემოსკუპება, დიდობითაც კმაყოფილი ვიყავი, დილით გამოღვიძებისას თვალს მაგრად დავხუჭავდი იქნებ გაგრძელდეს მეთქი, მაგრამ არ გრძელდებოდა, ალბათ ამიტომაც ვტიროდი..
ეხლა კი მომენატრა დაბდურა ნათუკა, 50 თეთრიანი ოქროსი რომ ეგონა და ყველაზე მაგარი წარმოედგინა მსოფლიოში,.მომენატრა!!!! და წავალ თვალებს დავხუჭავ და იქნებ ახლა დამესიზმროს ჯუჯიკოთი ხელში, ენამოჩლექილი ლასას დახილით, მოვუყვებოდი, ვეჭორავებოდი, როგორც ერთ დროს დედა ეჯდა ხოლმე ძილის წინ თავთან, ვეტყოდი რომ მუსიკაზე დიდი პრობლემებიც არსებობს, დათუნია არასდროს მოვა გადასარჩნათ და საკუთარ თავს შენ თვითონ უნდა მიხედო, მერე კი თვალდახუჩული მამიკოს დაველოდებოდი და გავიტრუნებოდი, ეჰ როგორ მომნატრებიხარ ნათუკა…. . .

10 комментариев:

  1. ვკითხულობდი და სახიდან ღიმილი არ ჩამოდიოდა :) კარგია... მე კი ჩემი ხის სუნიანი ოთახი, ღია ფანჯრის იქედან მოცურავე ღრუბლები, მთების სილუეტი და დიდიიი მთვარე !

    ეჰ...

    ОтветитьУдалить
  2. ტრა, ამიჩუყე გული .. გამახსენდა გიმნაზია, საყელო რომ აუცილებლას სახლში უნდა დაგვრჩენოდა, შენ რო ისტორიას მასწავლიდი და ნატო (მათემატიკა) გურულზე ერთი და იგივე ანეგდოტს რო ყვებოდა ყოველ წელს ხელახლა.. კიდე შენ რო ჩანთა დაგრჩა სკოლაში და მე კურტკა, კიდე პირველ კლასი ”ბუნების კარი” რომ იყო ჩემი საყვარელი წიგნი .. და კიდე ხატვაზე რო დაგათრევდი ძალით <3 რა საყვარელები ვიყავით :დ

    ОтветитьУдалить
  3. მომაწვა ნოსტალგია და დატრიალდა და დატრიალდა:))))
    ბავშვობაშიც ასეთი საყვარელი იყავი, თურმე. არ ვიცოდი :D :)
    და რა არგი ბავშვობა გქონია. და რა საყვარლად აღწერე :)))

    ОтветитьУдалить
  4. მე კიდე თვალზე ცრემლი მომადგა :))))))
    არა, მართლა ჩემთვის არც ისე შორეული წარსულია ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაცნაირი გრძნობა მეუფლება რომ ვაცნობიერებ, რომ აღარ განმეორდება ეს დრო და ვეღარ ვირბენ ეზოში კიკინებით, შორტებით და "ლახტით" :დ

    ОтветитьУдалить
  5. მიხარია ახალი პოსტი რომ დამხვდა. ძალიან დამასევდიანა, მაგრამ რაღაცნაირად იმედიანი და ოპტიმისტური მეჩვენება. ბედნიერ წარსულთან გამოთხოვებას გავს ბედნიერი მომავლისაკენ მიმავალ გზაზე. :) წარმატებებს გისურვებ! :)

    ОтветитьУдалить
  6. თუ ღმერთი გწამთ, შეცვალეთ საიტის ფონი - თეთრით და ნაწერები მუქი ფერით, სასტიკად მტკენს ასეთი შეხამება თვალებს, არა და მაინტერესებს :|

    ОтветитьУдалить
  7. dzalian kargad gaqvs agwerili sheni bavshvoba. ert rameze gamecina "50 თეთრიანი ოქროსი რომ ეგონა და ყველაზე მაგარი წარმოედგინა მსოფლიოში" mec igives vfiqrobdi mag jadosnur 50tetrianze :)

    ОтветитьУдалить
  8. საშინლად მომეწონა. ეჰ... მეც მომენატრა ბავშვობისდროინდელი რაღაცეები და ვცდილობ ხშირად ვიმოგზაურო ვირტუალურად.

    არ ვიცოდი შენი ბლოგი, ადრე მხოლოდ სამედიცინო რაღაცეებს წერდი. შემთხვევით წავაწყდი და გამიხარდა.

    ОтветитьУдалить
  9. მომენატრა ჩემი ბავშვობა, ვკითხულობდი და ჩემი მუსიკალურში სიარული გამახსენდა. ტირილით აღებული ყველა ნოტი, ბებია რომელიც აღარ, მყავს და დედა რომელიც საშინლად მენატრება. მე უკვე დიდი გოგო ვარ და მძაფრად მაწუხებს ნოსტალგიაც :)

    ОтветитьУдалить
  10. ჩემი გენიალური ნათუკა <3 რა ლამაზად შეგიძლია გადმოსცე ემოციები..

    ОтветитьУдалить