среда, 26 декабря 2012 г.

ნახვამდის 2012 წელო

ნახვამდის 2012 წელო
აღარ მობრუნდე..2013 წელი მინდა, მინდა უფრო ბედნიერებმა ვიცხოვროთ..
მადლობა 2012-ო წელო, შენ ბევრი ბედნიერი წუთი მაჩუქე, ბევრი სიხარულის წამი მომანიჭე, მაგრამ მე მაინც 2013 მინდა.
მადლობა 2012-ო წელო, ხშირად მოგიგონებ და გავიხსენებ წინა წლის ამბებს, ხშირად გამეღიმება საბნის ქვეშ ლოგინში , ხშირად შევხედავ 2012 წელს გადაღებულ ვიღაცისთვის უმნიშვნელო, მაგრამ ჩემთვის ძალიან უმნიშვნელოვანეს ფოტოებს მომაგონდები ტკბილად, მაგრამ , არა მე მაინც 2013 წელი მინდა.
2012 -ო მინდა წახვიდე, და წაიღო ის ტკივილი რაც დამიტოვე, წამართვი საყვარელი ადამიანები,ბევრჯერ მატკინე გული,ჩამომაგდე ციდან, მაგრამ შეგეცოდე, ამაყენე და მანც მიმაცილე 2013 წლამდე, ეხლა კი წადი და გადამაბარე 2013 წელს მშვიდად
ბოდიში რომ ასე უცერემონიოდ გიშვებ, მხოლოდ ერთი წერილით შემოვიფარგლები, მაგრამ ასეთია ეს ცხოვრება, შენ შეჩვეული იქნები ადამიანებისგან ამას, როგორ ზარ-ზეიმით გელოდებოდნენ, ზოგი მაგიდის ქვეშაც კი შეძვრა სხვადასხვა განზრახვით, ზოგმა სურვილი ჩაიფიქრა და გაგანდო და დაწვა, აუსრულე და მადლობის ღირსადაც კი არ ჩაგთვლეს, პირიქით გთხოვენ წახვიდე, არაუშავს 2012-ო მაინც ყველას ახსოვსხარ და დიდხანს ემახსოვრები.
მადლობა 2012-ო , მე ვეცდები 2013 ს ბნელ ოთახში დარჩენილი მარტო ბავშვივით დამფრთხალი არ შევხვდე, შენ მაიძულე მქონოდა მომავლის იმედი და სიყვარული, ვეცდები ვიყო ისეთი როგორიც 2013 წელს შეეფერება,დავაფასო ყოველი წამი და მიყვარდეს ყოველი წუთი, მიხაროდეს დილა , მინდა ფული იქცეს მესამე ხაროსხოვნად, ყოველი მესამე მოხუცი პოლიტიკაზე არ საუბრობდეს, ხურდის მაგოვრად ჩახუტებას ითხოვდნენ და მშიერი ადამიანი სახელმწიფოს სირცხვილად მიაჩნდეს, სახედასიებული ახალგაზრდები გასაბრუებელ გაბაპენტინს არ სვამდნენ და სიტყვა სიყვარული ისეთ ჯადოსნური ყოფილიყოს ,რომელსაც მხოლოდ ერთეულები წარმოსთვამდნენ
წადი 2012 -ო წელო და დავხვდებით ჩვენ ისევ ისე ზარ-ზეიმით, ოვაციებით, ახალი ტანსაცმელებით, შოკოლადებით, სასმელებით, ბანკის ანაბარზე დარიცხული საახალწლო პრემიით და რაც მთავარია უამრავი ახალი იმედით 2013 წელს..
ახალი წლის სუფრაზე ერთ სადღეგრძელოს დავლევ შენსას და 2013 ს შევეგებები, იმიტომ რომ უფრო მისი მოსვლა მიხარია ვიდრე შენი წასვლა, არ მინდა რომ მომენატრო, გპირდები გავიხსენებ შენს ცუდსაც და კარგსაც,ეხლა კი მშვიდობით ..
გამარჯობა 2013 წელო, ერთი წელი შენ იქნები ჩემთან ერთად და ძალიან გთხოვ, ყოველ საღამოს მომისმინე ხოლმე, შენ უკვე ყველაზე დიდი რამ მაჩუქე მე-იმედი.
გამარჯობა .. მე შენს დიდხანს გელოდებოდი....

вторник, 7 августа 2012 г.

როგორ ტრიალებს ეს დედანატირები დედამიწა?!

მაინც როგორ ტრიალებს ეს დედანატირები დედამიწა? ფეხებზე კიდია ყველას პრობლემა, თავის საქმეს აკეთებს უნდა და ტრიალებს, ზოდიაქოთი მორიელი იქნებოდა დედამიწა , ხან საკუთარ თავს დაიშხამავდა და ხან სხვებს. სააბაზანოდან გამოვედი და სმს დამხვდა, თამუნა მაპატიე , თამუნა არ ვიყავი და არც მიწერის სურვილი მქონდა, მეორე სმს მოვიდა , შენს სახლთან ვარ ჩამოდი, არ შემშინებია კვლავ,იმიტომ რომ თამუნა არ ვიყავი, მერე შემეცოდა ვიღაც რომეო და მივწერე არ ვარ თამუნა მეთქი, რომეომ არ დამიჯერა და პატიებას მთხოვდა, მეც თამუნას ჯვარი ვიტვირთე და შევუნდე, სანამ ეგ გაარკვევდა იმ იმედით რომ მე უკვე ტკბილ სიზმრებს ვნახავდი, ისე რა ადვილი ყოფილა თამუნას მაგივრად პატიება, მივხდი სხვისი თვალით ყველაფერი ადვილია და ჯობია ხანდახან სახუთარ პრობლემებსაც მეზობლის ჭორიკანა ქალივით შეხედო, სარეცხის გასაფენად რომ გამოვა აივანზე და სამ პრობლემას გადაუჭრის ერთ ადამიანს. რომეო სულ გადამავიწყდა ის კვირა, რამდენიმე დღის შემდეგ ისევ სმს მომივიდა, დიდი მადლობა მწერდა ,,ტანჯული სული" აღარ გავეცი პასუხი, სინდისმა შემაწუხა,ვიცი თამუნა არ ხარ მაშინაც ვიცოდი უბრალოდ ძალიან გამიხარდა რომ მაპატიე, ცივი არაფრის მივახალე და პრავის ტესტებს ჩავუჯექი, იცი ხანდახან ის არ უნდა გააკეტო რაც შენ გინდა, შეხედო სხვას რაც უნდა და ასიამოვნო, შენ ეს გამოგოვდაო–მომწერა, ისე მომერიდა კინაღამ დავურეკე და მართლა შენდობა ვთხოვე , რომეოს თამუნა გაბუტვია , რა მარტივია ღმერთოჩემო ეს ცხოვრება , რომეოს წარმატება ვუსურვე და მიხვდი რომ თამუნას რომეო მართლა უყვარდა, იმიტომ რომ ებუტებოდა... მერე მივხვდი რა ადვილი ყოფილა სხვისი ცხოვრების ყურება, შეგიძლია პოპკორნიც დაიდოდო ფილმივით გადაავლო თვალი ვიღაცის ცხოვრებას, ზოგი მძაფრ სიუჟეტიანია, ზოგი დრამა ზოგი მელოდრამა, ხოლო როდესაც ჩემს ცხოვრებაზე მიდგა საქმე პოპ კორნი აღარ მომინდა, ვეღარ მივხვდი ვერც ჟანრი და ვერც რეჟისორი, თამუნა ვყოფილიყავი დრამას სათავგადასავლოდ და რომენტიკულ ფილმად ვაქცევდი , მაგრამ საკუთარ თავზე გამიჭირდა და დავფიქრდი, თამუნა რომ ვყოფილიყავი გაბუტული ვიჯდებოდი ალბათ,მაგრამ მეობა უფრო ძნელი ყოფილა, და მაინც როგორ ტრიალებს ეს დედანატირები დედამიწა, არა გურამი ბაბუა , ჩემს მოკლემეტრაჟიან ფილმში მივხვდი , დედამიწას სიყვარული კიარა ტყუილის და სიმართლის რკვევა ამოძრავებს, ხან ის წონის ხან ის,მაგრამ მივხვდი რომტყუილსაც ქონია ერთი დადებითი თვისება ის დედამიწას ატრიალებს და მაინც როგორ ტრიალებს ეს დედანატირები დედამიწა?!

среда, 8 февраля 2012 г.

თოვლი

მთელი დღე პიჯამოთი, სიგარეტით, ყავით, რა თმა უნდა კომპიუტერით, ინტერნეტით, ფეისბუქით, სკაიპში მოუკელი, ტელევიზორიდან გესმის ,,უკვე 20 საათია საქართველის ტერიტორიაზე ისევ თოვს" იგინები, გარეთ გაიხედავ ისევ თოვს, ტელევიზორი გაჰკივის: ,, დიდთოვლობა ყვარელში უკვე"... მოკეტე რა, და ტელევიზორს რთავს, სულ სულ რთავ, ისევ ინტერნეტი, ფეისბუქი, იუთუბი, არა რა, ამინდი მოქმედებს ხასითზე , არ გინდა გარეთ გასვლა, ყავა თუ ჩაი, ეძებ ჩუსტებს, სავარძლის ქვეშ შეყრილს გეზარება თურქულის ადუღება და უბრალოდ ხნად ყავას ამჯობინებ, ადიალას იფარებ და უაზროდ გაგყავს დღეები, ვიღაცამ ტელევიზორი ჩართო და გესმის ისევ გამყინვარება,გაიზრდება ზღვის დონე , გაიზრდება დაავადებათა რიცხვი, პროგნოზი საგანგაშოა, ნუ კარგით რა.. ეძებ ახალ ფილმს, იწერ, გამდოწერაც გეზარება, იმავე ფილმს ონლაინში ეძებ, უკვე ყურება გზარება, ურეკავ მეგობარს, იღებს ყურმილს ნამძინარევი ხმით, ეხლა საჭმელზე იწყებ ფიქრს, ჰმ, ცხელი ხინკალი..უჰუჰუჰუჰუ, როგორ ჩაიღვრება მუცელში ხილნკლის წვენი, გარეთ გაიხედავ და გეზარება, იქ მისვლა არ გინდა? და მაინც რა უნდა აკეთო ასეთ ამინდში? ბავში? ნუ არ არის ცუდი აზრი , მაგრამ მაინც:...რა უნდა აკეთო?იქნებ არაფერი? და ძალით ქმინით პრობლემას, დაისვენეთ ხალხნო ცოტა ხანი, შეირგეთ ეს ცხოვრება, მოიწყვეთ ლამაზი კუთხე და გაიღიმეთ, ღიმილი ხომ ანტიდეპრესანტია, შემდეგ იოცნებეთ, დახუჭეთ თვალები, (ფრთხილად ყავასთან)მე კი ისეთ რაღაცას გეტყვით რაც შეგიმსუბუქებთ აზრებს რაც თავში მოგდით უსაქმურობასთან და სინდისის ქენჯნასთან დაკავშირებით ციტირება: ...,,რამდენიმე ხნის შემდეგ ღმერთმა გააჩინა ქალიც ადამის ნეკნისაგან, რომელიც გამოუღო ძილის დროს, და მისცა ქალსაც ისეთივე სული. და უწოდა ადამმა ქალს ცოლი და თქვა: ეს ჩემი ძვალი და ხორცია, რადგან ჩემგან გამოვიდაო. ღმერთმა აკურთხა პირველი ცოლ-ქმარი და უთხრა: აღორძინდით და განმრავლდით, აღავსეთ ქვეყანა და ეუფლენით მას. ექვს დღეში დაასრულა ღმერთმა ქვეყნის შექმნა. მეშვიდე დღე კი აკურთხა და დაგვიდგინა თვისდა სადიდებლად და უწოდა ამ დღეს შაბათი (მოსვენება). შვიდივე დღე შექმნა უფალმა, ახსენა დასვენებაც თუმცა არ უხნებია კლიმატი, აქედან გამომდინარე იქნებ ეს ის დროა როცა უნდა დავისვენოთ ვაქცოთ შაბათად ეს დღეები და არ ვივნოთ არაფერი და არც სხვას ვავნოთ,დავიმუხტოთ დადებითად და გვქონდეს მომავლის იმედი რომ სულ ,სულ მალე გამოვა მზე, ყავის, სიგარეტისა და ინტერნეტის გარდა ვიფიქროთ რატომ თოვს იქნებ იმიტომ რომ ცოტა ხანი დავფიქრდეთ რას ვაკეთებთ საერთოდ, მე დეიდა გარდამეცვალა, რომელმაც როდესაც გავიგეთ რომ კიბო ჰქონდა გულში ჩამიხუტა და მითხრა, არაუშავს დრო მაქვსო, დეიდაჩემმა მოასწრო ყველაფერი მიუხედავად თოვლისა და ავდმყოფობისა, ის ყველას უყვარდა, სულ იღიმოდა და არასდროს არ იყო უკმაყოფილო. იცოდა, რომ ცხოვრება გრძელდება და ჯობია გამოიყენო, გამოვიყენოთ ეს თოვლი, ვიყოთ თბილები დავისვენოთ ცხვორებისეული პრობლემებისგან და ჩავუფიქრდეთ საკუთარ თავებს, ვიყოთ სახლში, მაგრამ ვეცადოთ იმაზე უფრო პოზიტიური იყოს ჩვენი სახლში ყოფნის დღეები ვიდრე მზიან ამინდში ყოფნისას. დავეხმაროთ ერთმანეთს , გავუღიმოთ და გვიყვარდეს ცხოვრება მიუხედავად სიცივისა, ყინვისა და ცუდი ადამიანებისა, მე მიყვარს ეს ცხოვრება, მიუხედავად იმისა რომ არსებობს ბევრი მიუხედავად იმისა....