среда, 23 февраля 2011 г.

გავბრაზდი

ვაგზლის მოედანი, ულამაზესი ვაგზლის მოედანი, ხვადასხვა ეროვნების ციგნებით,ხელგაწვდილი მათხოვრებით,ცელოფნის პარკებით მოპირკეთებული ქუჩები, ძველმანებით გადატენილი მიწისქვეშეთით,ხელში თუთიყუშმომარჯვებული მარჩიელებით, მშიერი მაწანწალა ბავშვებით.
სახეგაყინული,წითელი , დარბეული გამყიდველი რთავს სიმღერას და დიდი გრძნობით უსმენს, ტექსტიდან ჩანს რომ ვიღაც გონებრივად დარბეული ითხოვს ღიმილი აჩუქონ,არადა რამდენი შესანიშნავი სიმღერა გვაქს ქართველებს,,საქართველოო ლამაზოოოოოოო სხვა საქართველო სად არის”..…ისე ლოგიკურად თუ ვისმჯელებთ სხვაგან არც საფრანგეთია და არც იტალია,ყოველშემთხვევაში მეორე აპენინის ნახევარკუნძული არსად აღმოუჩენიათ, მაგრამ ასეთი ლამაზი საქართველო რომ არსად არ არის ვაგზლის ულამაზესი მოედანიც გვარწმუნებს. მოდით გავშორდეთ აქაურობას და რომელიმე ტრანსპორტით ვცადოთ გადაადგილება, I.მეტრო: კარგი აზრია, სწრაფი და იაფი,სანამ მეტრომდე შეაღწევ დიდი სამსჯავრო გაქვს გასავლელი; ჯერ ყვავილების გამყიდველი გთხოვს იყიდო მისი დამჭკნარი ვარდი, შემდეგ 150 ცალ ხელსახოცს სულ რაღაც ერთ ლარად ყიდის ბებიის ტოლა ცრემლმორეული ქალი, შემდეგ კიდურებგანუვითარებელი პატარა ბიჭუნა ეცდება გულზე დაკიდებული ტრაფარეტი წაგაკითხოს,უფეხო ბიძია მოგიგორდება და ხატის შეძენას გევედრება ამ დროს კი ქუდშიხურდებჩაყრილი და ფანდურმომარჯვებული ნიჭიერი , მაგრამ სიღატაკისგან სახე წაშლილი დეიდა ღიღინებს: თბილისოო..მზის და ვარდების მხარეოოო.. უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა…..ნუ აქაც საკითხავია რამდენად შესაძლებელია თბილისით და თბილისის გარეშე ცხოვრება და რატომ ურჩევნია თბილისის მეტროში მათხოვრობა თუნდაც სადმე ,,საქართველოო ლამაზოს” სოფელში ცხოვრება ამ სიღატაკის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ქალბატონს,მაგრამ ვხვდები რომ მხოლოდ მზის და ვარდების გამო არ იზიდავს ეს ქალაქი ამდენ გაჭივრებულს.ვაგონში შესაძლოა ზურგზე ბავშვმოკიდებუულმა ციგანმა გთხოვოს დახმარება, დაგემუქროს საკუთარი ნერწყვით,ხელიდან აგაცალოს რაიმე ნივთი,რაზეც ციგანივით შავი მაგრამ განათლებული, სამედიცინო უნივერსიტეტის ინდოელი სტუდენტების ჯგუფი აუცილებლად გაოცდებიან რაღაცას ინდურად გადაილაპარაკებენ და იმედია სიცილით თანაგრძნობას
გამოხატავენ, მერე მათდაგასაორად უკვე მეორე გაჩერებაზე ახალი პარტია გამოჩნდება ,ეს უკვე კარგად მომზადებული ბავშვთა ,,ანსამბლია” 2 დგას ორიც დაჩოქილია და არაგრამატიკულად დაზეპირებული სიმღერის ტექსტის შემდეგ იწყებენ მოთქმა ხმითა თავბოლო ერთს: ,,დეიდებო, ბიძიებო, დამეხმარეთ, ხეირი ნახეთ..ინდოელები კვლავ იცინიან, მაგრამ ჩვენ მზის და ვარდების მხარის მოსახლეობას გვტკივა და გვინდა არასდროს დავინახოთ მსგავსი ფაქტი,, მაგრამ მაინც ამ საოცარი ქალაქის გარეშე სიცოცხლეც არ გვინდაააა..არა ამოვიდეთ მეტროდან და ვცადოთ ავტობუში დავიოკოთ ნერვები, ჰმმმ,არ გამოგვივიდა, ყვირილი,წივილი,ალიაქოთი,მშიერ სტუდენტს ბილეთი არ აქვს პლასტიკური ,,დაკარგვია:, აჯარიმებენ,თავს იცავს, ახალგაცნობილი და ცნობისმოყვარე დეიდებ იცავენ, კონტროლიორი ყვირის, არა არა, ავტობუსი ამ შემთხვევაში გამოვრიცხოთ და მზითა და ვარდების ქალაქში ფეხით ვცადოთ გასეირნება, საით წავიდეთ? მოდი იქ სადაც ადრე გალაქტიონი დააბოტებდა იქეთ ავიღოთ გეზი, ავუყვეთ ვარაზისხევს,ლამაზ ვარაზისხევს, სიახლე,ახალი გზა, კონსტრუქციები ჩანს, საქართველოოო ლამაზოოოოო..მოდი რუსთაველისკენ ავისეირნოთ ,ჰეი აი ემ ველლ, თაიმ ? ვან მინუთ ითს ფაივ ოქლოქ. უკაცრავად ,უცხოელი შემხვდა და გავესაუბრე, ხო არ შევარცხვენდი ჩვენს ვარდებიან მხარეს, მე არა მაგრამ ვხედავ მაინც აღელდა ეს კაცი პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია რომ დაინახა, მაგრამ არაუშავს ბოჩელის და გარსიას იმედი გვაქვს ჩვენს ქვეყანაზე იკითხავენ აღფრთოვანებით სხვა საქართველო სად არისო, აბა ამ ინგლისელმა რა იცის ჩვენი აქციების ქორონიკონი.
განგებ აღარ გავაგრძელებ…..
უარესი გვეკუთვნის.
უნდა მოვუაროთ და გავხადოთ მზის და ვარდების სადარი..
საკუთარი ოთახი უნდა გამოვგავო
სტუმარი მე დამცინებს და არა ჩემს მშობელს, მე უკვე დიდი ვარ..
სხვა საქართველო არის, უკეთესი საქართველო ვიცი მე, მაგრამ მანამ ვერ ვიპოვით სანამ არ დავალაგებთ ისე როგორც მე საკუთარ ოთახს.
წავედი..

2 комментария:

  1. "უკეთესი საქართველო ვიცი მე, მაგრამ მანამ ვერ ვიპოვით სანამ არ დავალაგებთ ისე როგორც მე საკუთარ ოთახს... "

    chveni yoveldgiuri cxovreba :)))

    kargia <3

    ОтветитьУдалить
  2. kidev ertxel davwmundi imashi rom adaminis tvali yvelapers echveva. amitomac aris rom am yvelapers ukve chveulebrivad vuyurebt da ara rogorc raime gansakutrebuls.

    sainteresod iyo dawerili

    ОтветитьУдалить