среда, 26 декабря 2012 г.

ნახვამდის 2012 წელო

ნახვამდის 2012 წელო
აღარ მობრუნდე..2013 წელი მინდა, მინდა უფრო ბედნიერებმა ვიცხოვროთ..
მადლობა 2012-ო წელო, შენ ბევრი ბედნიერი წუთი მაჩუქე, ბევრი სიხარულის წამი მომანიჭე, მაგრამ მე მაინც 2013 მინდა.
მადლობა 2012-ო წელო, ხშირად მოგიგონებ და გავიხსენებ წინა წლის ამბებს, ხშირად გამეღიმება საბნის ქვეშ ლოგინში , ხშირად შევხედავ 2012 წელს გადაღებულ ვიღაცისთვის უმნიშვნელო, მაგრამ ჩემთვის ძალიან უმნიშვნელოვანეს ფოტოებს მომაგონდები ტკბილად, მაგრამ , არა მე მაინც 2013 წელი მინდა.
2012 -ო მინდა წახვიდე, და წაიღო ის ტკივილი რაც დამიტოვე, წამართვი საყვარელი ადამიანები,ბევრჯერ მატკინე გული,ჩამომაგდე ციდან, მაგრამ შეგეცოდე, ამაყენე და მანც მიმაცილე 2013 წლამდე, ეხლა კი წადი და გადამაბარე 2013 წელს მშვიდად
ბოდიში რომ ასე უცერემონიოდ გიშვებ, მხოლოდ ერთი წერილით შემოვიფარგლები, მაგრამ ასეთია ეს ცხოვრება, შენ შეჩვეული იქნები ადამიანებისგან ამას, როგორ ზარ-ზეიმით გელოდებოდნენ, ზოგი მაგიდის ქვეშაც კი შეძვრა სხვადასხვა განზრახვით, ზოგმა სურვილი ჩაიფიქრა და გაგანდო და დაწვა, აუსრულე და მადლობის ღირსადაც კი არ ჩაგთვლეს, პირიქით გთხოვენ წახვიდე, არაუშავს 2012-ო მაინც ყველას ახსოვსხარ და დიდხანს ემახსოვრები.
მადლობა 2012-ო , მე ვეცდები 2013 ს ბნელ ოთახში დარჩენილი მარტო ბავშვივით დამფრთხალი არ შევხვდე, შენ მაიძულე მქონოდა მომავლის იმედი და სიყვარული, ვეცდები ვიყო ისეთი როგორიც 2013 წელს შეეფერება,დავაფასო ყოველი წამი და მიყვარდეს ყოველი წუთი, მიხაროდეს დილა , მინდა ფული იქცეს მესამე ხაროსხოვნად, ყოველი მესამე მოხუცი პოლიტიკაზე არ საუბრობდეს, ხურდის მაგოვრად ჩახუტებას ითხოვდნენ და მშიერი ადამიანი სახელმწიფოს სირცხვილად მიაჩნდეს, სახედასიებული ახალგაზრდები გასაბრუებელ გაბაპენტინს არ სვამდნენ და სიტყვა სიყვარული ისეთ ჯადოსნური ყოფილიყოს ,რომელსაც მხოლოდ ერთეულები წარმოსთვამდნენ
წადი 2012 -ო წელო და დავხვდებით ჩვენ ისევ ისე ზარ-ზეიმით, ოვაციებით, ახალი ტანსაცმელებით, შოკოლადებით, სასმელებით, ბანკის ანაბარზე დარიცხული საახალწლო პრემიით და რაც მთავარია უამრავი ახალი იმედით 2013 წელს..
ახალი წლის სუფრაზე ერთ სადღეგრძელოს დავლევ შენსას და 2013 ს შევეგებები, იმიტომ რომ უფრო მისი მოსვლა მიხარია ვიდრე შენი წასვლა, არ მინდა რომ მომენატრო, გპირდები გავიხსენებ შენს ცუდსაც და კარგსაც,ეხლა კი მშვიდობით ..
გამარჯობა 2013 წელო, ერთი წელი შენ იქნები ჩემთან ერთად და ძალიან გთხოვ, ყოველ საღამოს მომისმინე ხოლმე, შენ უკვე ყველაზე დიდი რამ მაჩუქე მე-იმედი.
გამარჯობა .. მე შენს დიდხანს გელოდებოდი....

4 комментария: