пятница, 2 июля 2010 г.

სათვალე

ვერ ვიტან დაწყებას! ვერც დღის, ვერც საქმის,ვერც დიეტის, ვერც წერის და ვერც სწავლის
. ვერ ვიტან, თუმცა დღეში რამდნეიჯერმე მიწევს ჩემთვის საჭოჭმანო საქმის გაკეთება, არადა ფრიად საპასუხისმგებლო მისია მაკისრია, დისტრიბუტორი ვარ, დიახ დიახ დისტრიბუტორი და ვამარაგებ ხალხს გენიალური აზრებითა და იდეებით. ეხლა გაკვირდები და შენი გამომეტყველებით შემიძლია დავასკვნა რომ ვერფრით ვერ მივიქციე შენი ყურადღება, არადა კიდევ ერთხელ ეხლა უფრო ჩუმად გავიმეორებ რომ დისტრიბუტორი ვარ. ისე ძალიან საინტერესო საქმიანობაა და თუკი გულში აუგი ფრაზებით მომიხსენიეთ გთხვთ ინანოთ, გთხოვთ :)
ბევრი რომ არ გავაგრძელო სათვალეს შემოგთავაზებთ. სახეზე ირონია დაგთამაშებს ეხლა და მინდა დავაწმუნო საკუთარი თავი უბრალოდ იმიტომ გაგეღიმა , რომსწორედ ამ სათავლეს ედძებდი და იპოვე, რამ გადამაწყვეტინა სათვაალეებით ,,ბიზნესი? " , რამ და ერთმა წერილმა, წაგაკითხოთ? (დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ განაგრძოთ კითხვა :)
ე.წ.წ (ეგრედ წოდებული წერილი)
გენიალურ ადამიანს
,,ძვირფასო გენიალურო! სათვალე მინდა, თუკი ასარჩევად მიდგება საქმე იყოს შავი, რეიბანი, შუშებით და არა პლასტმასებით..დიდად არ ექნებოდა მნიშვნელობა მომიხდებოდა თუ არა , მთავარია იყოს სათავლე... სათვალე რომელიც გეტყოდა... სტოპ ის სირია, სტოპ ეს ყლეა, სტოპ ეს ნაბიჭვარი, ეს ბოზია, არ ენდო, არ დაეყრდნო ,არ გეტკინოს მისი ტკივილი....მინდა მაგრამ ვერ ვიპოვე ვერსად...დავეხეტები უსათვალოდ და ვგრძნობ რომ მატყუებენ, ზოგი სირულად , ზოგი ყლეურად ზოგიც აფერისტულად ნუ რა მნიშვნელობა აქვს. სათვალე მინდა , რათა დავმალო ჩემი სახეც, არ მინდა მათ დავემსგავსო, ან სხვას არ ვატკინო გული ჩემი სირული საქციელით, შეიძლება ასეც არის, ქვეცნობიერი ამისთვისაც მირჩევს მე მას,სათვალე ბერჯერ მომდომებია, მომდომებია როცა ყველაზე ბედნიერი ვიყავი და მომდომებია როცა მეგონა რომ ღმერთს დავავიწყდი, მომდომებია როცა ვიღაცა მლანძღავდა და როცა ვიღაც თავგამოდებით მაქებდა, მარტო ჩემი იქნებოდა სხვებს არ ვეტყოდი, ხო საზიზღრულად მოვიქცეოდი, მაგრამ არ მივცემდი არავის,. იმიტომ , რომ ეს დიდ ფსიქიკურ ტრამვასთანაა დაკავშირებული როცა გაიგებ რომ შენი მეგობარი დიდი ყლეა ზედ დაკიდებული მეგობრებით და როცა გაარკვევ , რომ შენ ,, მტერს" უყვარხარ ისე რა სასიამოვნოა როცა გაიგებ რომ ვიღაცას შურს შენი.ხოდა მინდა სათვალე! ამასწინათ ვცადე გავიკეთე შავი სათვალეები, და არაფერი გამოვიდა, ერთი იყო უფრო გამკაცრდა ყველაფერი და ჩარჩოებში ჩაისვა, ოფიციალური სახე მიიღო, ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მოვიძვრე, მოვიძვრე და მივხვდი გრძნობის სათვალეს ვერასდროს გავიკეთებ, რადგან არ შემწევს უნარი ხალხი მივიღო ისეთად როგორიც არის სინამდვილეში, მირჩევნია თვლის ბადურამ მოარგოს ის ნიღაბი რომელსაც ცდილობენ ატარონ, მაგრამ ის სათვალე მაინც მჭირდება რომელიც ამ ნიღაბს როცა ჩამოძვრებათ გაუსწორებს ხოლმე, არა სათვალე მინდა, ვიცი თქვენც გინდათ, ყველას უნდა განა მარტო მე და შენ...მინდა მაგრამ მეშინია ..მეშინია ცხრამაგი და ათმაგი გულისტიკივილის , არა! ვარდისფერი არ შემომთავაზოთ , ვერ გავიკითებ, უკვე შავი მეკეთა და დავინახე ვარდისფერის ხაფანგი, მინდა სათვალე..მინდა...მინდა რომ დამიცვას...სათვალე მინდა ,განა ოქროსი ან ვერცხლის , არა, უბრალოდ სათვალე.. "
წავიკითხე ე ს წერილი და დამწერზე გავბრაძდი! ფუფ უზრდელი! რეებს წერს-მეთქი, მაგრამ მერე იმდენად განცავიდე მისი გულისტკივილი რომ სათვალეების ძებნაც დავიწყე, სხვათაშორის ბევრი წვალების შემდეგ მივაგენი და მხოლოდ ერთი ცალი წამოვღგე. გულის ჯიბეში მიდევს და სხვებს ვთავაზობ , თUმჩა მე ერთხელაც არ გამიკეთებია რადგან მეშინია მეც ამ წერილის ავტორივით არ გამიფართოვდეს თვალები ცხოვრებაზე. დავატარებ ამ შავ სათვალეს და არავინ არ ყიდულობს, მეკი წერილის დამწერი დავკარგე :)

1 комментарий:

  1. მშვენივრად ჩაჯდა წინადადებაში :)))))))
    ძალიან მომწონს წერის შენი სტილი :))))) აი უძალიანესად :*

    ОтветитьУдалить