воскресенье, 4 июля 2010 г.

риторический вопрос :D

ცრემლის თვისებებზე, მის ფუნქციურ და მორფოლოგიურ დატვირთვებზე უკვე ისე თუ ასე რაღაც გაგვეგება, თუმცა ბევრი კითხვა მაინც მიჩნდება მშვენიერი სანახაობის-ტირილის დროს.
ენერგო ვაპირი ნამდვილად არა ვარ, თუმცა ვაღიარებ (მარჯვენა ხელსაც გულზე დავიდებ თუკი ასე უფრო დამაჯერებლად გამოვჩნდები) და გეტყვით ვგიჯდები თაკუნას ტირილზე, თაკოს ტირილი არის ულამაზესი სანახაობა , რომელიც არავინ არ უნდა გამოტოვოს , რადგან ერთხელ ცოცხლობს ადამიანი თაკო კი ყოველი მელოდრამის დასრულების შემდეგ გულმოდგინედ აფრქვევს მის ლიზოციმით გაჯერებულ მარგალიტებს, სახე უპატარავდება , ნიკაპი ეკუჭება, თვალები უწითლდება, ციცქნა ტუჩები ებერება , ლოყები ასდის თვალებამდე და ბავშვივით მოთქვამს (გავიფქრე თუ არე თას ტირილი პულსი ამიჩქარდა და ადრენალინი გამომეყო) მიყვარს თას ტირილი უმიზეზოდ ტირის თუ მიზანმიმიმართულად, მიყვარს, თუმცა მართლა არ ვარ ენერგო ვამპირი (გულთან ხელი).
ამ წერა-წერაში კითხვა დამებადა და ცქმუტვა დავიწყე , და გავიხსენე თუ სად მიტირია და როდის. უმეტესად მიტირია მარტო და ჩუმად, ტუმცა 400 კაციან ქოწილშიც კი აღმომხვედრია გოდების ხმა , მიტირია ყვითელ ავტობუსში ბოლო სკამზე ფანჯარისკენ მიბრუნებულს,მიტირია ტუალეტში (ალბათ ბევრს ,,მოუბაძავს" ჩემთვის) აგრეთვე მიტირია ლოგინში, საბნის ქვეშ ან ბალიშდაფარებულს, მიტირა უმიზეზოდ და მიზეზით, მიტირია გულში და მიცინია სახი , მიტირია ახალ წელს მარტოს სარკის წინ, მაგრამ ვფიქრობ და ვეძებ ადგილს სად არ შემიძლია რომ ვიტირო? სად? მართლა ვფიქრობ და ვერ მივაგენი ადგილი სადაც ცრემლი იქნება სირცხვილი , იქნებ ინტელექტუალებმა უკეთ გამოიცნონ და აღმოაჩინონ ეს ადგილი, მაგრამ მე ვერ ვიპოვე, იქნებ ზღვაა? არა ტირი და პირიქით შენი ცრემლები ზღვას ერთვის , იტირე ბატონო არავინ გიშლის, იტირე თეატრში, არავინ გიკრძალავს, კინოში, უდაბნოშიც კი არ გაგიშრება ცრემლი, იტირე გარდაცვლილთან , იტირე ახალდაბადებბულთან ერთად (ყველა შენს გულჩვილობას მიაწერს)...არა მაინც სად არ შეიძლება ტირილი. არ! როგორც გასვენებაში ვერ გაიცინებ და ადამიანურ ჩარჩობეში არ ჩაჯდება სიცილი აი ასე? ჰმ გასაუბრებაზე? გასაუბრებაზე უარის  მიღების შემთვევაშიც გავამაღთლებდი ტირილს , გამოცდაზეც, ნუ არვიცი ადგილს ვეძებ სადაც არ შეიძლება ტირილი არ! და ვერ ვიპოვე და გული მეტკინა ამ ცხოვრებაში უფრო მეტი სევდა ყოფილა ვიდრე სიხარული, თუმცა ყველაზე მეტად ადამიანი სიხარულს ცრემლებთან ერთად გადმოსცემს, თუმცა ცრემლები მაინც მელანქოლიის სიმბოლოდაა აღიარებული. დავიბენი... დავიბენი და ისევ ჩემი თაკუნას ცრემლები გამახსენდა , გამახსენდა და დადებითი მუხტი მომვარდა , და ტირილი მომინდა, გულით მომინდა წამომსვლოდა ცრემლები, ოღონთ სიხარულის , მაგრამ გულმა თვალი ჩამიკრა და შენ როგორც გინდა ისე ვერ არი ეს ცხოვრება მოწყობილიო მითხრა და განაგრძო ფეთქვა მე კი კვლავ ჩავფიქრდი თვალები დავხუჭე და Опубликовать сообщение-ს დავაწექი :)
p.s.თაკუნა ჩემი მეგობარია

8 комментариев:

  1. დავასაკვენით, რომ ტირილი არის უნივერსალური მოვლენა და მისი გამოყენება შეიძლება ყველგან და ყოველთივს.. ის ყოველთვის ადეკვატურია ნებისმიერი მოვლენის მიმართ :)))
    p.s.თაკუნა ჩემი მეგობარია

    ОтветитьУдалить
  2. kargi postia, magram cremlis morfologiuri datvirtva es ra aris?:)))

    ОтветитьУдалить
  3. მმმმ...გენიალურია!!!! :..)

    ОтветитьУдалить
  4. იტირე, იტირე, ოღონდ პრეზიდენტი რომ გახდები მერე.

    ОтветитьУдалить