среда, 22 декабря 2010 г.

მოტივტივე აზრები..

დღეს ავტობუსში ლუბლიანას ქუჩაზე იმედის შენობას ჩავუარე, გაჩერებაზე ჩემხელა, ჩემივე ტანის, ასაკის, თმის ფერის და ჩემნაირივე ჩანთით გოგო ჩავიდა და იმედის შენობისკენ მიაშურა,რაღაცნაირი გამომეტყველებით ...მეკი ვიჯექი და ღუდუშაურისკენ მივექანებოდი, თუმცა იმ გოგომ დამიკარგა ყველანაირი სურვილი ქირურგიის ლექციაზე მისვლისა.. მე ხომ ჟურნალისტობა მინდოდა...არადა ხალათიანი თავმომწონედ დავიარები სავადმყოფოს კედლებში, არად მართლა მიდოდა ჟურნალისტობა..იმ გოგომ გამახსენა ჩემი ძველი ოცნება და მეც ოცნების ახდენა ვცადე, ავტობუსიდან ჩამოსვლა და იმედის შენობაში შესვლა უზრობა იყო, ამიტომ ჩამოუსვლელად გადავწყვიტე იქ შესვლა და იმ გოგოდ ვიქეცი (მაგარდ მგავდა თან) შევედი თუარა შენობაში დამეწყო ტახიკარდია, სუნთქვის უკარისობა და ხელის გულები გამიოფლიანდა (ვინერვიულე მე როგორც ნამდვილი მე ხომ იქ პირველად ვიყავი) ისე მიხაროდა ჩემი პროფესია, ისე მიხაროდა….ისეთი ბედნიერი ვიყავი ისეთი ბედნიერიიიიიიი..... უცებ იმ გოგომ ხელი მკრა და ავტობუში აღვმოვჩნდი. მარტო,გავცდენილვარ ღუდუშაურსაც , მაგრმ იცით იმ მომენტში რა ბედნიერი ვიყავი…. . . გამოვუყევი ისევ ფეხით დანიშნულების ადგილს და ორი გაჩერება იმას ვფიქრობდი რასაც სულ ვფიქრობ და რასაც დარწმუნებული ვარ ფიქრობს ნახევარი საქრთველო და მსოფლიოს ერთი მერვედი, რა მინდა?განა ეხლა, ზოგადად. . .
ნერვები მეშლება ხოლმე იმ ფაქტზე რომ რაღაც რაც ძალიან გინდა აგისრულდება თუარა უმნიშვნელოდ გეჩვენება რამდნეიმე დღეში...და რასაც ვკრგავთ დაკარგვისშემდეგ ვხვდები რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილა.
აქედან გამომდინარე მე არასდროს არ შვიცვლი პროფესიას და ყოველთვის მეგონება რომ კარგი ჯურნალისტი გამოვიდოდი და გამეცინებოდა იმედის შენობაში დებიუტისა, თუმცა ის რამდენიმე წუთი მე ხომ ბედნიერი ვიყავი..
მე ვიცი, რომ გამოვალ კარგი დიაგნოსტიკოსი, თუმცა ისიც ვიცი რომ ყოველთვის ვიძახებ პლასტიკური ქირურგია მინდოდა უბრალოდ 12 წელი იყო სწავლათქო, მაგრამ გულის სიღრმეში თავს გამოუტყდები , რომ 12 წელი კიარა ამხელა პასუხიმგებლობას ვერ ავიღებდი, თუმცა ახლაც მიჭირს თავს გამოვუტყდე იმაში რომ პასუხისმგებლობასთან ერთად უნდა შეგეძლოს ადამიანის ჭრა-კერვა მე კი დღემდე საოპერაციოში შესვლისას სამჯერ ვამბობ მამაო ჩვენოს :/
ძნელია გამოუტყდე საკუთარ თავს რაღაცეებში თუმცა საჭიროა..ძნელია იმის აღიარება რომ არაფერს წარმოადგენ და ერთი პატარა წერტილი ხარ მტელ ტომეულებში. ძნელია იმის გაანალიზებაც რომ 20 წლის ახალგაზრდა პატარა სალვადორ დალის ემსგავსები და ყურადღების მოქცევის მიზნით ქაღალდის არ გეშიანია, მაგარმ უფრო დიდ სისულელეებს აკეთებ რათა შენზე უფრო სულელის ყურადღება მიიქციო ერთი უფრო დიდი სისულელისა გამო- წერტილი უფრო რომ გაადიდო ან გაამუქო..
დღეს დილით მეგობარმა თურქული ყავა მომართვა და კომპლექსიან ადამიანებზე მელაპარაკა, მივხვდით, რომ ყველაზე უკომლექსო ადმიანის უკან იმალება ყველაზე დიდი კომპლექსები,თუმცა დღეს დილით შემხვდა ის გოგო და ჯურნალისტობა გამახსენა, თუმცა დღეს რვა საათიანი ოპერაციიდან გამოვიდა ჩემი ლექტორი დაღლილი, თან უზომოდ ბედნიერი და გახარებული თვალებით გვახრა პაციენტის გადარჩენა და ორ საათიანი ლექცია ჩაგვიტარა,
მე ლექციიდან კმაყოფილი და ამაყი გამოვედი, ის გოგო კი უკმაყოფილო სახით შედიოდა იმედის შენობაში.
პ.ს ბედნიერი ვიქნები სანამ ვიდრე არ ვიქნები უბედური.
მე ყოველთვის ბედნიერი ვიქნები..

2 комментария:

  1. ra sayvarlad wer nati <3

    "რასაც ვკრგავთ დაკარგვის შემდეგ ვხვდები რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილა."
    kii egrea es : ) gamovcade ukve samwuxarod : (


    "მე ყოველთვის ბედნიერი ვიქნები.."
    kargi dasaasrulia!!!! bednieri unda iyo !! <3

    ОтветитьУдалить
  2. ყველაფერი რაც იკარგება– დასაკარგია და გულის დაწყვეტის მიუხედავად ბედისწერას პატივი უნდა სცე. მოსახდენი იყო და მოხდა!Thats all!;)
    P.S. ძალიან მომეწონა შენი ბლოგი. ნუ ზარმაცობ!!! წეეეერე! :)

    ОтветитьУдалить